“კაზანტიპზე” სამართალდამცავების მობილიზება იქნება


მერაბ ქვარაია, თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე: _ “კაზანტიპთან” დაკავშირებით,   წინასწარი შეფასების გაკეთება არ შეიძლება. მოგეხსენებათ, რომ ერთის მხრივ, სასულიერო ხელისუფლება ფრთხილად ეკიდება ამ საკითხს, უფრო სწორად, თუ დავაზუსტებთ,  წინააღმდეგია “კაზანტიპის” ჩატარების. მეორეს მხრივ, ამ ფესტივალს ბუნებრივია, ხიბლი აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ანაკლიას მოუტანს მეტ პოპულარობას და შეიძლება გახდეს საწინდარი ანაკლიაში უფრო მეტი ტურისტის ჩამობრძანების. ქალაქისთვის, ზღვისპირა რეგიონისთვის, მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადის არსებობა. საბოლოოდ, ძალიან რთულია ამ ყველაფრის ფონზე რაიმე პოზიციის გამოხატვა “კაზანტიპთან” დაკავშირებით. ფაქტია ის, რომ ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ამ ფესტივალის ჩატარებას. თუ ის ჩატარდა, მოუწევთ მაქსიმალური მობილიზება სამართალდამცავ სტრუქტურებს და საზოგადოებასაც, რომ ეს ფესტივალი იყოს ნამდვილი ფესტივალი ელექტრონული მუსიკისა და არ მოხდეს ის მიუღებელი ამბები რაზეც ჩვენი საეკლესიო მოძღვრები გვითითებენ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.