- იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს 4-დან 11 მაისის პერიოდის უქმეებზეც მოემსახურება.
ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი.
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ იმუშავებენ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის უქმეებში – 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და შაბათ-კვირას, 8 და 9 მაისს. ამავე პერიოდში მიუწვდომელი იქნება იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრიც.
“შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღება კვლავ პორტალ MY.GOV.GE-დან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი. წინასწარი დაჯავშნის გარეშე მისული მომხმარებელი სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. ამასთან, იუსტიციის სახლი მოუწოდებს მომხმარებელს, მომსახურების მისაღებად გამოცხადდეს დაჯავშნისას მითითებულ დროს”.-ნათქვამია იუსტიიის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.