ისრაელი, საქართველოში, ჯერჯერობით, ტურისტებს არ გამოუშვეს


  •  ისრაელი აღარ იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც, როგორც ანონსდებოდა, 1-ელი ივლისიდან საქართველო ტურისტებს მიიღებს.

საქართველო საერთაშორისო ტურისტებს 1-ელი ივლისიდან ელის.  თუმცა როგორც პრემიერმა განაცხადა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო, ზოგიერთმა ქვეყანამ „ცოტა ხნით დალოდება“ ითხოვა.

ინფორმაციისთვის: მაისში, ისრაელში ეპიდსიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა, ბოლო ორი კვირაა ისევ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა. 1 ივნისის შემდეგ 1197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მთავრობამ ზოგიერთი შეზღუდვის გაუქმება გადადო. ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით დაინფიცირდა საერთო ჯამში, 18 268 ადამიანი. გარდაცვლილია 299.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.