- “ქართულმა ოცნებამ” ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად წარადგინა ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც ამ ეტაპზე, საქართველოს პრემიერის მრჩეველის ადგილს იკავებდა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში.
ირაკლი ჩიქოვანმა მედიასთან განაცხადა, რომ წარმატებით დაასრულებს ზუგდიდში მაჟორიტარობისთვის ბრძოლას.
“მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება კონკურენტი და რამდენი იქნება, ეს არის დემოკრატიული პროცესი და გუნდი, რომელიც ზუგდიდშია და მხარდაჭერა, რომელსაც მე ჩემი თანაქალაქელების მხრიდან ვგრძნობ, მაძლევს იმის საფუძველს, რომ ვისაუბრო, ნამდვილად წარმატებით დავასრულებთ ამ ბრძოლას”.
ირაკლი ჩიქოვანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიიდან “ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები” ზუგდიდის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.
2016 წელს ზუგდიდის მაჟორიტარი გახდა “ქართული ოცნების” კანდიდატი მერაბ ქვარაია.