ირაკლი ჩიქოვანი “თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატია ქალაქ ზუგდიდში


 დღეს,  “თავისუფალი დემოკრატების”  რიგით მეოთხე ყრილობაზე ირაკლი ალასანიამ პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად ირაკლი ჩიქოვანი დაასახელა. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა: “მე დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში, დღეს კი ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემს მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში.
მეამაყება, რომ ვარ ზუგდიდელი! “