ირაკლი ქარსელაძე – 2024 წლის პირველ კვარტალში ზუგდიდს უეფა-ს მესამე კატეგორიის სტადიონი ექნება


  • გარკვეული ხარვეზი იყო შესრულებულ სამუშაოებში, თუმცა 2024 წლის პირველ კვარტალში ზუგდიდს უკვე ექნება უეფა-ს მესამე კატეგორიის სტადიონი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისად და აბსოლუტურად ყველა საინჟინრო ელემენტი იქნება სრულად გათვალისწინებული, – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის შეკითხვას ზუგდიდის სტადიონის გაჭიანურებული სამუშაოების და ვადაგადაცილებული დასრულების შესახებ.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ განმარტა, ზუგდიდის სტადიონი თავდაპირველად აშენდა ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, თუმცა შემდგომ იქ გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების გამო კონკრეტული პირები პასუხისგებაში იქნენ მიცემული.

მისივე თქმით, სამუშაოები ჩატარდა არასრულყოფილად, კერძოდ, გასახდელებისა და შიდა სივრცეების მოპირკეთებისას არ იყო გამოყენებული თბოიზოლაცია, რითაც დაზიანდა სამუშაოები და საჭირო გახდა ადაპტაციის პროექტის მომზადება.

„ფაქტობრივად მეორე შუალედური ფაზა უკვე წელს დასრულდება და პარალელურად ივნისის ბოლოს ველოდებით ექსპერტიზას ადაპტირებულ პროექტზე. ფაქტია, რომ ეს არ არის პროექტის განვითარების ნორმალური თანმიმდევრობა, მაგრამ არის გარკვეული მოცემულობები რომლისთვისაც ჩვენ ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტას ვიყენებთ და ზუგდიდი ალბათ ამის კონკრეტული მაგალითია“,-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.