- სალონიკიში მიმდინარე U17 ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე +102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ, ატაცში 145 / 150 / 152 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ირაკლი ვეკუამ კიდევ ერთი ოქროს მედალი აკვრაში დაძლეული 185 / 191 კილოგრამით მოიპოვა.
უწყების ცნობით, ძალოსანმა ორჭიდში მოგროვილი 343 კილოგრამით მკერდი მესამე ოქროს მედლით დაიმშვენა.