ინფორმაცია, ხვალიდან ზუგდიდის ბაზრის დახურვის შესახებ სიმართლე არაა

  • მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვალიდან ზუგდიდის ბაზარი კორონავირუსის პრევენციის გამო შეიძლება დაიხუროს.

 “ზუგდიდელები” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით და შეკითხვით, მოსალოდნელი არის თუ არა “სუპერმარკეტის” სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გამო დახურვა, დაუკავშირდა შ.პ.ს. სუპერმარკეტის დირექტორის მოადგილეს მანანა ბარძემაშვილს.

მან არ დაგვიდასტურა ინფორმაცია და განმარტა: “დეზინფექციის ჩატარების შესახებ გაფრთხილება ჯერ არავისგან არ მიგვიღია. თუ გაფრთხილებას მივიღებთ,  ჩვენ რა თქმა უნდა, დავეთანხმებით და დეზინფექციის ჩატარების დროისა და პერიოდის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ.”-გვითხრა ბარძემაშვილმა.

მოგეწონათ პოსტი? გააზიარეთ.
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.