ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება 1 აპრილიდან დაიწყება და 25 აპრილამდე გაგრძელდება.
ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს: განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრთა პირადობის მოწმობის ასლები, ოჯახის არასრულწლოვანი წევრების დაბადების მოწმობის ასლები, სპეციალური სტატუსისა და კატეგორიის დამადასტურებელი მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრების შესახებ, ცნობა საჯარო რეესტრიდან მიწის ნაკვეთის გარდა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.