ინგირში მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ადგილობრივებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თერმოსკრინინგს უტარებენ.

სკრინინგი უკვე ჩაუტარდა ინგირში მცხოვრებ 100-ზე მეტ მოქალაქეს, პროცესი გრძელდება.

თერმოსკრინინგის პროცესს სოფელ ინგირში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული ხელმძღვანელი ანზორ ქობალია გაეცნენ.

თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ზედაეწერში, სადაც 1037 მოქალაქეს ჩაუტარდა შემოწმება, არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. ეს არის სოფელი სადაც, ცხოვრობს პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი, რომელსაც დაუდგინდა კორონავირუსი, სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ სოფლებში მასიური სკრინინგი.

თერმოსკრინინგი ასევე ჩაუტარდა სოფელ შამგონაში მცხოვრებ 350-ზე მეტ მოქალაქეს. გარდა სოფლებისა შემოწმება ტარდება ზუგდიდისა და ფოთის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!