ინგირში, კვიციანების მრავალშვილიან ოჯახს დახმარება სჭირდება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მცხოვრები კვიციანების მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს. ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს, – არც ერთი წევრი არ მუშაობს.

ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი, ლუილა კვიციანი რუსეთის მოქალაქე გახლავთ,  ხოლო ბატონი ვახტანგი და მისი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი საქართველოს მოქალაქეები არიან. როგორც ოჯახის უფროსი გვიყვება, სოციალურად დაუცველის სტატუსი მხოლოდ მას და მის ორ ქალიშვილს აქვს მინიჭებული. მეუღლის და უმცროსი შვილების დოკუმენტაცია კი, სოცდაუცველობაზე, ჯერ-ჯერობით, არ აქვს მზად.

ვახტანგ კვიციანი: “თქვენც ხედავთ, სახლი როგორ მდგომარეობაშია. მთლიანად აწვიმს, სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ. კედლები გაბზარულია, ბათქაში ცვივა, ნესტია, ფანჯრები და იატაკი მთლიანად  ამორტიზირებულია.  ვთბებით ღუმელით, თუმცა, შეშა არც კი ვიცით, ამ ზამთარს გვეყოფა თუ არა. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალურიდან დარიცხული თანხაა.  რაც შეეხება სხვა შემოსავალს, ზაფხულობით, ზოგჯერ, 100 კილო თხილს ვაგროვებთ ჩვენი თხილნარიდან.”

ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ სოფელმა იცის. თანასოფლელები და მეზობლები ეხმარებიან საკვებით, პროდუქტებით, ტანსაცმლებით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით, ერთი სიტყვით, ვისაც რითი შეუძლია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ოჯახის უფროსი  ითხოვს  სამუშაოს. ის ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე ყველანაირ სამუშაოს შეასრულებენ.

“მადლობა მინდა ვუთხრა მეზობლებს. ისინი მეხმარებიან, რომ ჩემი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი შიმშილით არ დამეღუპოს. მინდა მივმართო იმ ხალხს, ვისაც ჩემი და ჩემი მეუღლის დასაქმება შეუძლია, ვიმუშავებთ ყველგან და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი შვილები შიმშილით არ დაგვეღუპონ.

მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო სოფლის გამგებლის მოადგილეს ქალბატონ ხათუნა ახალაიას, რომელიც ცდილობს ჩვენს დახმარებას, ასევევ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რესტორან „მამენიოს“ მფლობელებს: კახაბერ ხუბუას და ელზა კორკელიას და ყველა იმ ორგანიზაცას, რომელიც გვერდში გვიდგას. იმედი მაქვს, კეთილი ადამიანების და მათი თანადგომის”.

სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”

ირაკლი გვასალია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!