ივლისში სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 შემთხვევა გამოვლინდა


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 204 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 151 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 53 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. ინფორმაციას გარეომოსდაცვითი დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდარღვევებიდან 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

“ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 36 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, აჭარაშიც – 24, იმერეთში – 20, შიდა ქართლში – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 7, გურიაში – 7, ქვემო ქართლში – 6, მცხეთა-მთიანეთში კი, 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

სამართალდარღვევა გამოვლინდა დედაქალაქშიც; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი აღკვეთეს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 600 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 50 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.