იენს სტოლტენბერგი-ფინეთი და შვედეთი 5 ივლისს, ნატო-ში გაწევრიანების ოქმს ოფიციალურად ხელს მოაწერენ


  • ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ფინეთი და შვედეთი 5 ივლისს, ნატო-ში გაწევრიანების ოქმს ოფიციალურად ხელს მოაწერენ. აღნიშნულის შესახებ გენერალურმა მდივანმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დასკვნით დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნები შეუერთდნენ სამხედრო ალიანსს, უკვე მიღებულია.

ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანების ოქმი 30 პარლამენტის მიერ უნდა იყოს რატიფიცირებული, რათა ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება მოხდეს.

კითხვაზე, იბრძოლებს თუ არა ალიანსი იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ერთიანობა სხვადასხვა წევრთან ერთად, სტოლტენბერგმა განაცხადა: „თქვენ ყოველთვის იპოვით განსხვავებებს და ჩემთვის ეს არ არის სისუსტე… ჩვენ დემოკრატიული ერები ვართ“.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წევრები ძირითადი საკითხების გარშემო გაერთიანდნენ.

შეგახსენებთ, 29 ივნისს, ნატო-ს მადრიდის სამიტის მე-2 დღეს, ნატო-მ შვედეთი და ფინეთი ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!