- იაპონიაში, აგრარულ ბაზარზე “ტენკაფუბუს” იშვიათი ჯიშის ორი ხურმა $6,5 ათასად გაიყიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ერთი ხურმის წონა 300 გრამია. ხურმის ამ ჯიშის გამოყვანას აგრონომებმა 11 წელი მოანდომეს. ამ ჯიშის ხურმა იმით არის უნიკალური, რომ ბრისეკის შკალის მიხედვით, ხილში შაქრიანობა 25 გრადუსია, როცა ჩვეულებრივ ხურმაში ეს მაჩვენებელი 15-16 გრადუსს არ აღემატება. ხურმის მყიდველის ვინაობა კონფიდენციალურია.