როგორ ვისწავლოთ ინგლისური დამოუკიდებლად


  • ბევრ ადამიანს შეუძლია განაწყოს საკუთარ თავი და ისწავლოს ინგლისური ენა, თუმცა მსურველების უმრავლესობის მთავარი პრობლემა სიზარმაცეა. სწრად ეს მავნე თვისება უშლის მათ ხელს ენის შესწავლაში, ამიტომაც საჭიროა მიზნის დასახვა და მკაცრი დროითი ჩარჩოები.
თუ გსურს, რომ ისწავლე ინგლისური სწრაფად და ხარისხიანად, წარმოიდგინე თავი ისეთ სიტუაციებში, სადაც ინგლისური ენის ცოდნის გარეშე უძლური იქნებოდი, მაგალითად დაიწყე ბიზნესი და სისტემატურად გჭირდება ინგლისურად კომუნიკაცია პარტნიორებთან, იქნება ეს ელ-ფოსტით მიმოწერა თუ საქმიანი შეხვედრები. ან თუნდაც ენობრივი ბარიერი გიშლის ხელს, ბევრ საინტერესო, ჭკვიან და საჭირო ხალხთან ურთერთობაში, ასევე სამსახურეობრივ დაწინაურებაში. გთავაზობთ, ხუთ ეფექტურ მეთოდს, რომელიც აპრობირებულია ათასობით ადამიანის მიერ.

ილია ფრანკის მეთოდი

ამ მეთოდის გამოყენებით, შეგეძლება წაიკითხო წიგნები ინგლისურად, ლექსიკონის გამოყენების გარეშე და აქვე მოიმატო ლექსიკურ მარაგი. არაფრის “გაზუთხვა” არ არის საჭირო. ფრაზები და სიტყვები დაგამახსვრდება კითხვისას. ისინი ხშირად მეოდება. რაც მეტს კითხულობ, მეტს გებულობთ. ამ მეთოდიკის ავტორი აცადებს, რომ თუ ამ მეთოდიკას დაუთმობთ ყოველდღიურად 2 საათს, 1 წლის შემდეგ შეგეძლებათ ინგლისურენოვანი წიგნების ორიგინალში წაკითხვა თარგმნის გარეშე.

დოქტორი პიმსლერის მეთოდი

დოქტორი პიმსლერის მეთოდი ძირითადად მიმართულია აუდირებაზე, მსმენელი ისმენს ფრაზებს და გამოთქვამს მათ ერთდროულად. ანუ პარალელურად ისმენს და თან იმეორებს მოსმენილს. კურსი დაყოფილია სამ ნაწილად, თითოში 30 გაკვეთილია. თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს 30 წუთს. რა თქმა უნდა ამ აუდიო გაკვეთილებს თან დართული აქვს ტექსტური მასალაც.

დიმიტრი პეტროვის მეთოდი

მათთვის ვისაც სჭირდება ინგლისური კომუნიკაციის უნარების სწრაფად ათვისება, დიმიტრი პეტროვის მეთოდი ზუსტად მათთვისაა. ამ მეთოდში აქცენტი კეთდება ნასწავლი ფრაზების ავტომატიზმამდე დაყვანაზე. მასში გათვალისწინებულია მცირე სიტყვათა მარაგის კომბინაციით რაც შეიძლება მეტი ფრაზების დალაგება. კურსი შედგება 16 გაკვეთილისგან, მისი პოვნა შეგიძლიათ უფასოდ ინტერნეტშიც.

ფილმები ინგლისურ ენაზე, ორმაგი სუბტიტრებით

ეს მეთოდი სასიამოვნო და ნაყოფიერია მათთვის ვისაც უყვარს ფილმების ყურება. ფილმების საშუალებით შეგეძლებათ არა მარტო ისწავლოთ უცხო ენა, არამედ დატკბეთ დასვენებით და გაიმდიდროთ მსოფლმხედველობა, ამასთან ერთად დროც არ იქნება დაკარგული. მთავარია, რომ მასალის, არჩევისას, შეარჩიოთ თქვენი დონის შესაბამისი ფილმები.

სასარგებლო აპლიკაციები

თუ დროის დიდ ნაწილს ატაებთ გზაში, უმჯობესია მისი ნაყოფიერად გამოყენება. თუ გაქვს სმარტფონი, გადმოწერე სასარგებლო აპლიკაციები და ისწავლე ინგლისური სადაც მოგესურვება. ყველაზე პოპულარული აპლიკაციებია:Byki, EF MyWords, Busuu, Accela Study, DuoLingo, LinguaLeo, Babbel და BlueSky.

წყარო

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!