თუ სოფელს გულისხმიერი თავკაცი ჰყავს


მინდა ჩემი ხმა მივაწვდინო პრესას,-მე ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი  მალედი აკაკის ასული ბენიძე, 7 წელია ვცხოვრობ სოფელ ახალსოფელში. მოგეხსენებათ, დევნილებმა დუხჭირი ცხოვრება გამოვიარეთ, ამიტომ მცირე ყურადღებაც გვიხარია და მომავლის იმედს გვაძლევს. სოფლის გამგებლები: ლადო ქვარცხავა, ბესიკ კოზუა, ბეჟანა ჭურღულია, მთავარი სპეცილისტი რამაზ ჯაბუა, რომელიც ახალსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, უყურადღებოდ არასდროს გვტოვებენ. 2016 წლის დეკემბრერში, სტიქიამ სახლს სახურავი გადახადა. მივმართე სათანადო სამსახურებს, მაგრამ არ მქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და დახმარებაზე უარი მითხრეს. წვიმიან ამინდში წყალი ჩამოდიოდა სახურავიდან და გაუსაძლისი ხდებოდა იქ ყოფნა. დიდი ძებნის შემდეგ. აღმოვაჩინეთ ერთი კერძო ორგანიზაცია, რომელმაც გამოაგზავნა ექსპერტი, შეისწავლა მდგომარეობა, მაგრამ გარკვეული თანხა იყო გადასახდელი, რომელიც მე არ გამაჩნდა. მოგვიანებით, გავიგე, ახალსოფლის გამგეობას გამოუყვია ჩემთვის დახმარების თანხა 500 ლარი, რომელიც პირად ანგარიშზე ჩამერიცხა და ჩემი პრობლემაც მოიხსნა.
კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო ჩვენი სოფლის თავკაცების გულისხმიერების: სოფელში ცხოვრობს მარტოხელა ქალბატონი ნაზიბროლა გაბისონია. ისიც სტიქიამ საშინლად დააზარალა, მასაც გაუწიეს დახმარება ჩაურიცხეს თანხა და მოუგვარდა პრობლემა.
როცა სოფელს ძლიერი თავკაცები ჰყავს, ცხოვრება უფრო ადვილია. ჩვენი სოფლის გამგებლებმა ბევრი კარგი საქმე გააკეთეს სოფელში. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად კარდაკარ დადიოდნენ დღისით და ღამით და დაჰქონდათ შესასხურებელი წამალი. ხალხი ემადლიერება ახალსოფლის, უჩაშონას, ოფაჩხაფუს უბნებში ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენლებს. ასევე გვეიმედება ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ ჯაბუა.
მადლობა მათ!
პატივისცემით აფხაზეთის ომის ვეტერანი მალედი ბენიძე


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!