თურქეთიდან შემოსული ქათმის გაყინული ხორცი უკან გააბრუნეს


  • შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე – ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორცილებისას სამართალდარღვევა გამოვლინდა.

“კერძოდ; თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, შემოტანილი იქნა 20 203 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორცი. ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებისას, საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს, რის გამოც აღნიშნულმა ტვირთმა, იდენტურობის შემოწმება, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად ვერ გაიარა.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.