- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულში, თემურ ვაწაძის I ჩიხში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე სისტემა და ეზოებში შესასვლელები. გზის სიგრძე 220 მეტრია.
რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, 9 აპრილის ქუჩაზე (საჭკადუოს უბანი) კი 2 150-მეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
ორივე პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების საერთო ღირებულება 861000 ლარამდეა.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გაეცნენ.
