თელავში “ნორჩი მკვლევარი 2022“ კონფერენცია გაიმართა


  • თელავში, სასტუმრო “ალაზნის ველის’’ საკონფერენციო დარბაზში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი პროექტის “ნორჩი მკვლევარი 2022“ კონფერენცია თემაზე: “მეფეთ მეფე ერეკლე მეორე – “პატარა კახი” გაიმართა.

შემეცნებითი ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, ზუგდიდისა და თელავის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა, სადაც თითოეული მომხსენებელის ნაშრომი დადებითად შეფასდა.

ნორჩ მკვლევარებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია დაემუშავებინათ და ესაუბრათ ერეკლე მეორის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, პოლიტიკოსისა და ისტორიული პიროვნების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

პროექტი ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს, მოსწავლე-ახალგაზრდებში კვლევის, ინფორმაციის ანალიზის, ფაქტების შეფასებების საინტერესოდ და კრეატიულად გადმოცემის უნარების განვითარებას.

შემეცნებითი კონფერენციის დასასრულს, პედაგოგებს მადლობის სიგელები, მონაწილეებს კი საუკეთესო ნაშრომებისთვის დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!