თეა ახვლედიანმა ზუგდიდში შეხვედრები გამართა


  • სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებთან.

კერძოდ, სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) ხელმძღვანელ კაორი იშიკავასთან ერთად, შეხვედრა გამართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ქალებთან.

თეა ახვლედიანი ასევე შეხვდა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ სტუდენტებს.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.