ზურაბ გულორდავა „რეიტინგის ოქროს“ გამარჯვებული


თავისი ცხოვრების გზა სიყვარულსა და სიკეთეში აქვს გახარჯული. ფუტკარივით სულ ფუსფუსებს, უყვარს ადამიანები და ისიც უყვართ და ეიმედებათ. ობლად გაიზარდა და მრავალშვილიან ოჯახს დედასთან ერთად უძღვებოდა.
-სოფელ ოქტომბერში რვაწლედი რომ დავამთავრე, ზუგდიდის პოლტექნიკურ ტექნიკუმში ჩავაბარე სამშენებლო ფაკულტეტზე. სამხედრო სამსახურიდან შვებულებით ვიყავი ჩამოსული, სახლი რომ დაგვეწვა, მერე იყო ჩემი ავადმყოფობა და თითქმის მკვდარი წამასვენეს ლენინგრადში, მაგრამ კეთილმა ადამიანებმა გადამარჩინეს, გვერდში დამიდგნენ, წამომამუხლეს. მშობლიურ სოფელში დაბრუნების შემდეგ ზუგდიდის #10 პროფესიულ სასწავლებელში ვმუშაობდი ოსტატად. შემდეგ ოქტომბრის პროფესიულ-სასწავლებელში. 1998 წლიდან გაერთიანდა პროფსასწავლებელი და იქ ვმუშაობდი „მომზადება-გადამზადება-კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ხელმძღვანელად“ (ამავე დროს, პარალელურად, ავტოსაქმიანობას ვეწეოდი, მძღოლების მომზადების დარგში).
2006 წლიდან მე და ჩემმა ვაჟიშვილმა ზურიკო გულორდავამ დავაფუძნეთ მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრი „იმედი“. ჩვენს ავტოსკოლას როგორც წარმატებულს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა მიანიჭა სახელწოდება „რეიტინგის ოქრო“. ჩვენი ოფისი მდებარეობს კოსტავას ქ. #54-ში, სავაჭრო საოფისე ცენტრ „კოლხას“ მე-3 სართულზე.
მსმენელები იღებენ მძღოლობის კანდიდატის მოწმობას, გვაქვს ერთთვიანი, თვენახევრიანი, სამთვიანი კურსები. მძღოლობის კანდიდატები ჩვენგან მიდიან თეორიულად მომზადებულები და საბოლოოდ ზუგდიდის მომსახურების სააგენტოში აბარებენ გამოცდას. სააგენტოს ხელმძღვანელია ბატონი ირაკლი კონცელიძე, მასზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. ჩვენს სააგენტოს ჰყოლია ძალიან კარგი ხელმძღვანელები, მაგრამ განსაკუთრებით გამოვარჩევ ბატონ ირაკლი კონცელიძეს, თავისი საუკეთესო ადამიანური თვისებებით და მაღალი პროფესიონალიზმით. მე  მას მის გუნდს დიდ მადობას ვუხდი თქვენი საიტის საშუალებით.
– მამა-შვილი პარტნიორები ხართ…
-ზურაბი ცენტრის მენეჯერია, ერთად დავაფუძნეთ საზოგადოება. თეორიულ სწავლებას ხელმძღვანელობს. უყვარს თავისი საქმე და მსმენელებიც ემადლიერებიან.
-შვილი გვერდით გიდგათ, მეუღლეზეც მოგვიყევი.
-ჩემი მეუღლე გახლავთ ქალბატონი ნონა ჯანაშია, წარმოშობით ცაიშელია, სპეციალობით ბუღალტერია, მაგრამ ამჟამად დიასახლისია და ოჯახის სიმშვიდეს დარაჯობს. ჩვენ 2 შვილი გვყავს ჩემი მოსახელე ზურაბი და ქალიშვილი სოფო. ზურიკომ დაამთავრა ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. დაოჯახებულია, 33 წლისაა, მეუღლე თამარ მიქავა ფარმაცევტია, ყავთ 2 შვილი ნიაკო და ნიკოლოზი, ნიაკო წლის და ნახევრისაა, ნიკოლოზი 2016 წლის თებერვალში დაიბადა. სოფო ცხოვრობს თბილისში. არის უცხო ენების სპეციალისტი, ტყუპების მარი და მართა ჩიკვატიების დედა. მე და ჩემი მეუღლე ბედნიერი ვართ ჩვენი შვილებით და შვილიშვილებით.
როზა როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!