- საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით კუხალეიშვილმა, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში, 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ინფორმაციისთვის: 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.
საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.