ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა


  • ევროკავშირმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ევროკავშირში შვედეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ.

„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად დააწესეს ყველაზე ძლიერი და სერიოზული შედეგების მომტანი სანქციები, რათა დაეხმარონ უკრაინას ომში გამარჯვებაში. ევროკავშირი ერთიანია უკრაინასა და უკრაინელ ხალხთან. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – აღნიშნულია ევროკავშირის თავმჯდომარე შვედეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.

პაკეტი მოიცავს ექსპორტის უფრო მკაცრ შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების საქონელთან დაკავშირებით, ასევე სანქციებს ომის მხარდამჭერი, პროპაგანდის გამავრცელებელი და იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს დრონებს აწვდიან.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!