- ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის №1 მარშრუტზე მოძრაობის განრიგში დროებითი ცვლილებაა.
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ინფორმაციით, აღნიშნულ ხაზს სულ 5 მუნიციპალური ავტობუსი ემსახურება, რომელთაგან ერთი, გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო, მარშრუტიდან 10:45 საათიდან 14:00 საათამდე მოიხსნება.
მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
