ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ.”სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი”-ს ჭადრაკის განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მურმან დემურიას რიგით მე-18 მემორიალი ჭადრაკში. მემორიალს უმასპინძლა რესტორანმა “რომანტიკამ”.
მემორიალი მოიცავდა ორ ღია ტურნირს – რაპიდსა და ბლიცს, რომელიც შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. რაპიდ ტურნირში დროის რეგლამენტი იყო 15 წუთი თითოეულ მონაწილეს ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით, ბლიც ტურნირში – 3 წუთი, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. ორივე ტურნირში დათვლილ იქნა “ფიდეს” რეიტინგი.
28 ივლისს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და დიპლომებით: ღია რაპიდ ტურნირის პრიზიორები: I ადგილი – გიორგი ბეჭვაია II ადგილი – თემურ ოთხოზორია III ადგილი – გიორგი კუხალეიშვილი ღია ბლიც ტურნირის პრიზიორები: I ადგილი – ცოტნე ქვარცხავა II ადგილი – გიორგი ბეჭვაია III ადგილი – ნიკოლოზ შამათავა.