ზუგდიდში უკანონო ნადირობის ორი ფაქტი გამოვლინდა


  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა დოკუმენტი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შედგა შესაბამისი ოქმები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.