ზუგდიდში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, 12 სკვერი მოეწყობა


  • ზუგდიდში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, 12 სკვერის მოწყობა იგეგმება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადებულია და მისი ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების განხორციელება:

ბესარიონ ჯანაშიას ქუჩა N10ა-ში, მრავალბინიანი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობა;

მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, გორის ქუჩაზე მინი სტადიონის მოწყობა;

ჯანაშიას ქუჩა N12-ში ეთნოკულტურული პარკის მოწყობა;

თამარ მეფისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე სკვერის მოწყობა;

თბილისისა და შოთა რუსთაველის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია;

ჯორჯიაშვილის ქუჩა N1-ში, ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობა;

ბარამიას ქ. N7-ში, N5 კორპუსის სპორტული სატრენაჟორო-სავარჯიშო კომპლექსის მოწყობა;

თაბუკაშვილის ქ. N4-ში მდებარე საბავშვო სათამაშო გასართობი მოედნის რეაბილიტაცია;

ლაზის ქუჩის მონაკვეთზე გამწვანების მოწყობა;

ბესარიონ ჯანაშიას ქუჩის N10-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობა;

სოხუმის და პუშკინის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია;

თავისუფლების ქუჩა N5-ში, ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობა;

სამოქალაქო ბიუჯეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაინერგა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

6 − 4 =

Akismet ანტისპამი