ზუგდიდში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი მიმდინარეობს

  • ზუგდიდში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვა აქტიურად მიმდინარეობს.  

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, “წელს, საახალწლოდ ქალაქში კულტურული ღონისძიებები არ იგეგმება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რეკომენდაციის შესაბამისად. ხოლო რაც შეეხება, მორთულობას, უკვე დაწყებულია და თანხა არ იხარჯება, ხდება არსებულის გამოყენება”.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის ფონზე ამოქმედებული შეზღუდვების გამო, 28 ნოემბრიდან აკრძალულია გადაადგილება ღამის ცხრა საათიდან, დილის ხუთ საათამდე, როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის – 31 დეკემბრის ღამე და 6 იანვრის, შობის ღამე.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.