- ამ წუთებში, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში მიმდინარეობს პარლამენტის საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო განხილვა. შეხვედრაზე იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
შეხვედრის დაწყებამდე, პარლამენტის თავჯდომარემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. “საზოგადოებას წარვუდგენთ 2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ ცვლილებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, დემოკრატიული ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ კითხვები, რომელიც ექნება საზოგადოებას საჭიროებს განხილვას. პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა, ჩვენი პოლიტიკისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის. საზოგადოებას აინტერესებს როგორი იქნება რეგიონების როლი.”
შეხვედრის მონაწილეებს, მიესალმა მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია. მან საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.”საკონსტიტუციო ცვლილება ეს ისეთი ნორმაა, რომელიც არის საყოველთაო-სახალხო განხილვის, მსჯელობის საგანი. ვფიქრობ, ფორმატი, რომელიც არსებობს ასეთი განხილვის სახით, არის ძალიან სწორი და მისასალმებელი”.
შეხვედრას, ესწრებიან მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ოპოზიცია.