“პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით”


  • დღეს, ასოციაცია “დეას” ოფისში, გაიმართა პროექტის “პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით” პრეზენტაცია. 

შეხვედრის მონაწილეებმა, ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე და გამოვლენილი პრობლემების რეკომენდაციებზე.

შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროკურატურის 2017- 2018 წლების სამოქმედო გეგმის ცალკეული ნაწილების შესახებ, საბოლოო ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშისა და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, მონიტორინგის,  ალტერნატიული ანგარიშების პრეზენტაცია და დისკუსია პრეზენტაციის ირგვლივ.

შეხვედრა ჩატარდა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  პროექტის “პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით” ფარგლებში.

პროექტის ძირითადი განმახორციელებელია არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!