ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა


  • 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან მსვლელობა გაიმართა.

სადღესასწაულო მსვლელობაში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები, მრევლი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

მოგვიანებით, სამღვდელოება და მრევლი გაემართნენ ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში, სადაც აღევლინა სამშვიდობო პარაკლისი.

ინფორმაციისთვის: ბოლო ათი წელია, 17 მაისი, ქვეყანაში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ აღინიშნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen − 8 =

Akismet ანტისპამი