ზუგდიდში “ლიდერთა სკოლა” გაიხსნა


  • დღეს, ზუგდიდში, მომავალ ლიდერთა სკოლა გაიხსნა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის, “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან თანამშრომლობით.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ აღნიშნა, რომ მომავალ ლიდერთა სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ პროფესიულ წინსვლას. ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ ამ ცვლილებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის, საზოგადოების და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს პროექტი საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონში ტარდება, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ეს არის პირველი ღონისძიება, რომელიც დღეს დაიწყო და პირველი ეტაპი დამთავრდება ივლისის დასაწყისში.

ლიდერთა სკოლის ტრენერმა გია ნოდიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონში, ყოველთვის არის სურვილი და მოთხოვნა იმისა, რომ ადამიანები გაერკვნენ იმ ძირითად იდეებში, ღირებულებებში და პრობლემებში, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოშია და სწორედაც, რომ მომავალ ლიდერთა სკოლა ამისთვის არის, რათა დაეხმაროს ამ ადამიანებს ყოველივე ამაში გაერკვნენ და ამ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებოდი, ამ დღეს, რომ დაგვეწყო სწავლა მომავალ ლიდერთა სკოლაში, რომელიც ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ რეგიონებში ახალგაზრდების გაქტიურება და ჩართულობა მოხდეს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში.-აღნიშნა ლიდერთა სკოლის ერთ-ერთმა მონაწილემ ციცინო შენგელიამ.

ლიდერთა სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიალს, მონაწილეებთან ერთად, ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!