ნათია თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს


  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს.

“კონსორციუმის სუვერენული უფლებაა მიმართოს არბიტრაჟს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვირჩევნია უფრო მშვიდობიანად მოგვარდეს ეს საკითხი, რადგან კონსორციუმს წლების მანძილზე ჰქონდა შესაძლებლობა ვალდებულებები შეესრულებინა და არ გააკეთა. შესაბამისად, მთავრობას სხვა არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ მოეშალა ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, თუ იდავებენ ეს მათი უფლებაა. მაინც იმედი გვაქვს, რომ ეს დავა არ იქნება”, – აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი იყო და რჩება პრიორიტეტად. როგორც თურნავა აცხადებს, ახალი ტენდერის მომზადებაში EBRD-ის და მსოფლიო ბანკის კონსულტანტების ჩართვა განიხილება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!