- სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას ინფორმაციით, გუშინ, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გაიტესტა 728 მოქალაქე. აქედან, 17-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ახალი შემთხვევებიდან 14 ზუგდიდში დადასტურდა. გარდა ამისა, ხაიშში გვაქვს 2 შემთხვევა. არიან სკოლის მოსწავლეები. ბავშვების დაინფიცირება მოხდა ქობულეთელი მასწავლებლის მიერ, რომელსაც აღმოჩნდა ვირუსი. იგი იყო მოწვეული მასწავლებელი ხაიშის ხკოლაში. აღნიშნული სკოლა, სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ხოლო ხაიშის სკოლის მასწავლებელის ყველა კონტაქტი შემოწმებულია. გარდა ამისა, გვყვას ერთი დადასტურებული შემთხვეა რომელიც გადმოსულია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიდან.”-განაცხადა მალხაზ თორიამ.