ზუგდიდში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 309 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა.
“მათგან გვაქვს 17 დადებითი პასუხი. აქედან 9 შემთხვევა გვაქვს ზუგდიდში, მათ შორის არის 7 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტი, 1 ბაღდადში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 1 ცხელებით რუხის კლინიკაში შესული პაციენტია, რომელიც არსად არ მუშაობს და დიასახლისია, მიმდინარეობს მისი დაინფიცირების წყაროს მოძიება. 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, ისინი ევექსის კლინიკის თანამშრომლები არიან (კონკრეტულად მედდა). 5 ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია – მათი ნაწილი რუხის ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”.
მალხაზ თორიას განმარტებით, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 186 მოქალაქეს.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, მათგან 5 ზუგდდიის მკვიდრია, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა, ერთი კი აჭარის რეგიონიდანაა, რომელიც ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 133 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!