ზუგდიდში კორონავირუსის 48 შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, 279 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 65 -ზე დადებითი პასუხია.
აქედან, 48 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან, 44 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია, ხოლო 4 ახალი შემთხვევაა და ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.
ზუგდიდის შემთხვევებიდან, 33 შემთხვევა უკავშირდება ბაზარში გამოვლენილ ინფიცირებულს. ეს ადამიანები, ამ წუთას, იმყოფებიან თვითიზოლაციაში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის წარმოამდგენლები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ვისი გადაყვანაც საჭირო იქნება, გადაიყვანენ კლინიკაში, უსიმპტომო პაციენტებს ვისაც სახლში შესაბამისი პირობები არ აქვთ, გადაიყვანენ კოვიდსასტუმროში, ვისაც სახლში იზოლაციის დაცვა შეუძლია მათი მკურნალობა ბინაზე მოხდება.
4 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში და სამივე უკვე დადასტურებულის კონტაქტია.
3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან 2 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 1-ზე მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიცირების წყაროს მოძიება.
1 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, რომელიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია.
2 შემთხვევა გვაქვს სენაკში, ორივე უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან.
2 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათგან ერთი ტექსტილის ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტია, ხოლო მეორე ახალი შემთხვევაა და მიმდინარეობს კვლევა.
2 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, ორივე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.
1 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პირს, ის უკვე ინფიცირებულის კონტაქია და ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში.
1 შემთხვევა უკავშირდება თბილისის მცხოვრებს, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა და აქ გატესტვის შემდეგ დაუდგინდა ვირუსი.
1 შემთხვევა გვაქვს აბაშაში, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 109 კოვიდ პაციენტი, აქედან 25-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 15 პირი.
ფოთის კლინიკიდან გაეწერა 5 პაციენტი, მათგან 1 ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელია, 1-ქობულეთიდანაა, 1- ფოთის მაცხოვრებელია, 1- სენაკელია და 1- მარტვილელია.
რუხის კლინიკიდან გაეწერა 10 პაციენტი, მათგან ყველა ზუგდიდელია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 184 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!