ზუგდიდელი მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა


  • სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის მცხოვრები, 71 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. 

პაციენტი მკურნალობდა თერჯოლის კოვიდ საავადმყოფოში, მას ჰქონდა თანმდევი ავადმყოფობები.

ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 48 ზუგდიდში. მათგან 33 ადგილობრივ ბაზარში დადასტურდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eighteen + one =

Akismet ანტისპამი