- სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 407 ნიმუშებიდან 63 -ზე დადებითი პასუხია.
აქედან 36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 7 შემთხვევა გამოვლინდა წალენჯიხაში, 6 შემთხვევა არის ფოთში, ასევე 5 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში, 4 შემთხვევა არის სენაკში, 4 შემთხვევა არის ჩხოროწყუში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 10 პირი ისინი მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადოდნენ, მათგან 9 ზუგდიდელია და 1 ჩხოროწყუს მაცხოვრებელია.