ზუგდიდში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს


  • დღეს, დეზინფექცია ჩაუტარდა საჯარო სკოლის იმ ტრანსპორტს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეების გადაადგილებას. სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა რესურსცენტრის უფროსთან კახაბერ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო.

როგორც გიგა ფარულავამ აღნიშნა, საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის ინსპექტირებას მერიის შესაბამისი სამსახური რესურცენტრთან ერთად ახორციელებს. საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დასაცავად, სკოლებში მოწმდება დეზობარიერები და სადეზინფექციო ხსნარებისა და პირბადეების მარაგი. “ჩვენთვის მნიშნელოვანია თითოეულმა მოსწავლემ და პედაგოგმა თავი უსაფრთოდ იგრძნოს, ამისთვის მერია ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს“-აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!