ზუგდიდში “თხილობა 2020” გაიმართა


  • დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ზუგდიდში ფესტივალს “თხილობა 2020” დაესწრო.

დადიანების სასახლის ტერიტორიაზე მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, სადაც ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოდგენილი იყო თხილი და თხილის პროდუქცია, ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, ჩაი, ღვინო, ყველი, ჩირი, ჩუხრჩხელა და სამეგრელოს კუთხისთვის დამახასიათებელი სხვა პროდუქცია. მოეწყო ელარჯის და ჯანჯუხას მომზადების მასტერკლასები.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ, დააგემოვნებინათ და შეეძინათ დახლებზე გამოფენილი პროდუქცია.

ფესტივალი “თხილობა 2020” მიზნად ისახავდა თხილის წარმოების პოპულარიზაციას, ფერმერების ხელშეწყობას და აღნიშნულ დარგში არსებული მიღწევების და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.

ფესტივალი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.