ზუგდიდში, დედა ენის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა


ზუგდიდში, დედა ენის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში „ოდიშში“ წარმოდგენილი იყო ქართული ანბანის სამივე სახეობის კუთხე, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით გადაეწერათ იაკობ გოგებაშვილის დედა ენის ეპიზოდები ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ანბანის გამოყენებით.

სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მოეწყო ანბანის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. მუსიკალური და ცეკვის სხვადასხვა ნომრებით წარსდგნენ მოსწავლე -ახალგაზრდობის განვითარების  სასახლის აღსაზრდელები. ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ორგანიზებით, მოეწყო დედა ენის სხვადასხვა იშვიათი და მინიატურული გამოცემების გამოფენა.IMG_3423

დღევანდელ ღონისძიებაზე, გაიმართა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ერთობლივი პროექტის-კონკურსის „ქართული კალიგრაფია-2018“ დასკვნითი შემაჯამებელი ტური. სამ ასაკობრივ ჯგუფში, კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.IMG_3413

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ზუგდიდის ტექნოპარკში დამზადებული ქართული ანბანი.IMG_3422

ღონისძიებას შემოუერთდა მედია მუზეუმი, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა, უძველესი ბეჭდური გამოცემები.IMG_3420დღევანელ ღონისძიებაზე, გაიმართა ქაღალდის დამზადების წესის ჩვენება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!