ზუგდიდში დასაქმების ფორუმი გაიმართა


  • დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ზუგდიდში, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასაქმების ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც, მსხვილი ბრენდების, ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში, 20-ზე მეტ კომპანიას 250-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდა წარმოდგენილი.

ფორუმზე, სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია.

ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიების გაცნობა, სამუშაოს მაძიებლებს სახელმწიფო სააგენტოს ზუგდიდის სერვის-ცენტრში შეუძლიათ, სადაც სააგენტოს კონსულტანტები მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.