- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ზუგდიდში, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასაქმების ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც, მსხვილი ბრენდების, ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში, 20-ზე მეტ კომპანიას 250-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდა წარმოდგენილი.
ფორუმზე, სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია.
ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიების გაცნობა, სამუშაოს მაძიებლებს სახელმწიფო სააგენტოს ზუგდიდის სერვის-ცენტრში შეუძლიათ, სადაც სააგენტოს კონსულტანტები მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.