- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 271 ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორის 11 პაციენტი, მედპერსონალის 32 წარმომადგენელი, 10 კარანტინიდან, შსს 198 თანამშრომელი, 1 მძღოლი და დიალიზზე მყოფი 19 პირი. ყველა პასუხი უარყოფითია.