ზუგდიდში აქცია “შინ ევროპისკენ” გაიმართა


  • დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ ლოზუნგით “შინ ევროპისკენ”.

“მოიყვანე ევროპა საქართველოში”, “ერთს ითხოვს მთელი ნაცია – დეოლიგარქიზაცია”, “უთხარი რუსეთს უარი, რადგან ჩვენს იქით ევროპაა”, “ევროპა ამშვ თუთაშა” (ევროპა ექვს თვეში), – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აქციის მონაწილეები უერთდებიან თბილისში დაგეგმილ აქციას.

სამართლიანი არჩევნების ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა დავით ლოგუამ ჟურნალისტებთან განაცხადა: “წარმოდგენილი აქცია-პერფორმანსი არის ერთგვარი სოლიდარობის გამოხატულება იმ აქციის, რომელიც ტარდება თბილისში.
ჩვენ აქ მივიტანეთ ლოზუნგები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ევრო ინტეგრაციასთან. ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია, იმისთვის რომ გვქონდეს სამართლიანი არჩევნები, დაცული იყოს ადამიანის უფლებები, გვქონდეს ხარისხიანი განათლება ამიტომ ჩვენი გზა ევროპისკენ არის უალტერნატივო. ჩვენ ვუერთდებით აქციას, რომელიც ტარდება თბილისში “.

ინფორმაციისთვის: დღეს, თბილისში აქცია “შინ ევროპისკენ”, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით ტარდება, 20:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.