ზუგდიდში, აქცია “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ევროპული მომავლისთვის” გაიმართა


  • დღეს, ზუგდიდში, აქცია სახელწოდებით “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ევროპული მომავლისთვის” გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტივისტები და საზოგადოების სხვა წევრები, რომლებმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილებს ხელში ეჭირათ ბანერი „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, “წინ ევროპისკენ”, დამოუკიდებელი ცხოვრება ჩვენი უფლებაა”, “თანაბარი უფლებები, თანაბაზრი შესაძლებლობები”.

აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი საფრთხეს უქმნის იმ ორგანიზაციების არსებობას, რომლებიც წლებია, შშმ პირთა უფლებებს იცავენ.

შეკრებილებმა ცენტრალურ ქუჩაზე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!