ზუგდიდში აბილიტაციის პროგრამაში დამატებით 20 აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვი ერთვება


  • აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის აბილიტაციის პროგრამაში დამატებით 20 მომლოდინე ბავშვი ჩაერთვება. 

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული იყო 85 ბავშვის თანადაფინანსება. 20 ბავშვი კი მომლოდინეთა სიაში ირიცხებოდა. 

საკრებულოს წევრ ოთარ ქადარიას ინიციატივით, დამატებითი თანხების მობილიზების შემთხვევაში, პრიორიტეტი მომლოდინე ბავშვების აბილიტაციის პროგრამაში ჩართვა უნდა ყოფილიყო, რაც საკრებულოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.  

სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ნინო სხულუხიას ინფორმაციით, ცვლილება შეეხო სხვა პროგრამებსაც. 

 ონკოლოგიური პაციენტებისთვის გაიზარდა ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება და ის 400 ლარი იქნება, ნაცვლად 250 ლარისა.

ცვლილება შევიდა ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამაშიც.  

სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვის ყოველთვიურად 30-ლარიან (თითო ბავშვზე) ფულად დახმარებას, 50 ლარი ხდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.