- საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ზუგდიდი-თბილისის მატარებელი ხარაგაულში გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩერებული იყო.
“ზუგდიდი თბილისის რეისზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მგზავრს შელაპარაკება მოუვიდა სხვა მგზავრებთან. მოგვიანებით დაუპირისპირდა დაცვის სამსახურის თანამშრომელს. “საქართველოს რკინიგზამ” მატარებელი ხარაგაულში გააჩერა და პოლიცია გამოიძახა. სიტუაცია ადგილზე განიმუხტა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მგზავრი ჩავიდა მატარებლიდან, მატარებელმა კი განაგრძო მსვლელობა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.