ზუგდიდი ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს


  • ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ 13:00 საათიდან ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

ასფალტზე ხატვის კონკურსი, პანტომიმის პერფორმანსი, ფოტო-სტენდი, სახეზე ხატვა, მუსიკალური ვიქტორინა და ბუშტების ფოიერვერკი.

15:00 საათზე სამხატვრო გალერეაში სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა გაიმართება.

16:00 საათზე, ბოტანიკურ ბაღში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლი ბენდის „ზუგდიდი“-ს კონცერტი.

16:00 საათზე პირველი სამუსიკო სკოლის საფორტებიანო და საოკესტრო მიმართულების მოსწავლეთა კლასიკური მუსიკის კონცერტი. მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში.

19:00 საათზე სოფიო ხარჩილავა წარმოგიდგენთ საბავშვო დეფილეს სკეიტ პარკში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.