ზუგდიდის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი შენობა და ავტომობილები გადაეცა


  • ადმინისტრაციული შენობა დღეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთი მხარის რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად გახსნა და თანამშრომლებს განხორციელებული სიახლეები პირადად მიულოცა.

ინფორმაციისთვის,  ზუგდიდის გადაუდებელი დახმარების სამსახურს, ჯამში – 5 ახალი, სრულად აღჭურვილი ავტომობილი გადაეცა. მათგან 4 სასწრაფო დახმარების მანქანაა, ხოლო ერთი – რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.